Belive

"წინასწარ არაფერი მაქვს დაგეგმილი, ოქტაგონზე გამოვალ და ჩემს საქმეს გავაკეთებ" - რომან დოლიძე

1 წლის წინ სხვა
2 წთ

შაბათს UFC 386 გველოდება, სადაც ქართველი მებრძოლი რომან დოლიძეც იასპარეზებს. რომანის მეტოქე საკმაოდ ძლიერი მარვინ ვეტორი იქნება, რომელიც საშუალო წონაში მე-4 ადგილზე იმყოფება.

ბრძოლების წინ, ტრადიციულად, პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მებრძოლებმა მომავალ შეხვედრებზე ისაუბრეს. აღნიშნულ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა რომანმაც:

"UFC-ის ყოველთვის წინაზე უკეთეს მოწინააღმდეგეებს ვთხოვდი და მადლიერი ვარ, რომ ჩემს თხოვნებს ითვალისწინებენ. არ მეგონა, რომ მარვინთან ბრძოლის საშუალებას მომცემდნენ, თუმცა, მე მზად ვარ."

რომანს ჰკითხეს თუ რა სტრატეგიით აპირებს ვეტორის დამარცხებას და აქვს თუ არა რაიმე გეგმა.

"მე ჩემს მოწინააღმდეგებს ყოველთვის ვცემ პატივს, მაგრამ არასდროს ვუყურებ იმას თუ რა სტილით აპირებენ ბრძოლას. წინასწარ არაფერი მაქვს დაგეგმილი, ოქტაგონზე გამოვალ და ჩემს საქმეს გავაკეთებ. ბოლო ბრძოლები ნოკაუტით მოვიგე და ყველა ფიქრობს, რომ მე სტრაიკერი ვარ, თუმცა, მათ დაავიწყდათ, რომ ჩემი ბაზა გრეპლინგია." - განაცხადა რომანმა

დოლიძის მეტოქემ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ეს ბრძოლა მისთვის პირადულია. რომანი კი, ამბობს რომ წარმოდგენაც კი არ აქვს ვეტორი რატო ფიქრობს ასე.

"არ მესმის ეს რას ნიშნავს. რა ნიშნავს პირადულია? ჩვენ პროფესიონალები ვართ, ჩვენ ვართ ათლეტები. არ მესმის მსგავს განცხადებას რატომ აკეთებს. მე მას პატივს ვცემ და ამას ყველგან ვაფიქსირებ."

შეგახსენებთ, რომ დოლიძემ ბოლო ოთხი ორთაბრძოლა მოიგო, საიდანაც სამი ვადაზე ადრე დაასრულა. რაც შეეხვება მის მოწინააღმდეგეს, იტალიელს ბოლო სამ ბრძოლაში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს.

რომანისა და ვეტორის ბრძოლა ლონდონში გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები