Belive

"თუ საქმე არჩევანზეა რომანს ავირჩევ" - ადესანიამ დოლიძისა და ვეტორის ბრძოლაზე ისაუბრა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის გამორჩეულმა მებრძოლმა და საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა ისრაელ ადესანიამ რომან დოლიძისა და მარვინ ვეტორის დაპირისპირებაზე ისაუბრა. ნიგერიელმა მებრძოლმა ორივე სპორტსმენის ძლიერი მხარეები დაასახელა და საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული ქართველი გამოვიდოდა.

"მგონი ვიცი ეს ბიჭი, ისიც ქართველია. ისე ჩანს, რომ მისი დარტყმები საკმაოდ მტკივნეულია. რომანი დარტყმებში მთელს წონას დებს. თუ ბრძოლა ფეხზე წარიმართება ერთ-ერთი მათგანი გაითიშება. მარვინს საკმაოდ ძლიერი დარტყმები აქვს, თუმცა, თუ საქმე არჩევანზეა რომანს ავირჩევ. რაც მინახავს იქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ რომანმა დარტყა იცის. მარვინს არც ისე კარგი დაცვა აქვს, თან დიდი თავიც აქვს. სახლს არ დავდები, თუმცა, ვფიქრობ, რომანი მოიგებს." - ამბობს ადესანია საკუთარ YouTube არხზე.

შეგახსენებთ, რომ შაბათს UFC 386 გველოდება, სადაც ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე საკმაოდ ძლიერ მარვინ ვეტორს დაუპირისპირდება. იტალიელი საშუალო წონაში მე-4 ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ღონისძიება 18 მარტს, თბილისის დროით, 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები