Belive

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ენდრიუ ტეიტი ნოკაუტში ჩააგდეს

1 წლის წინ სხვა
1 წთ
ვიდრე ენდრიუ ტეიტი მარკეტინგის სფეროში გადაინაცვლებდა, ის პროფესიონალი კიკბოქსერი იყო, რომელსაც რეკორდი 43-9 ჰქონდა. ის საკმაოდ კარგი მებრძოლი იყო და ISKA Full Contact-ის ჩემპიონიც გახდა. ენდრიუს MMA-შიც აქვს ერთი ბრძოლა ჩატარებული შეინ კავანას წინააღმდეგ, სადაც ნოკაუტით დამარცხდა. მან კარიერის დიდი ნაწილი რუმინეთში, ბუქარესტში გაატარა (ენდრიუ ნახევარდ რუმინელია). როგორც ზემოთ ვახსენე, ტეიტი კიკბოქსინგში საკმაოდ კარგად ასპარეზობდა, თუმცა, დაუმარცხებელი ნამდვილად არ ყოფილა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ენდრიუ საკმაოდ მძიმე დარტყმებს იღებს და საბოლოდ მუხლის დარტყმის შემდეგ მოწინააღმდეგე ნოკაუტში აგდებს. ენდრიუ ტეიტი საკმაოდ პოპულარულია TikTok-ზე. აღნიშნულ პლატფორმაზე ვრცელდება ვიდეოები, სადაც ენდრიუ საკუთარი რთული ცხოვრების შესახებ ყვება.    

სხვა სტატიები