Belive

შესაძლოა სეულში ილია თოფურიასა და კორეელი ზომბის დაპირისპირება ვიხილოთ

1 წლის წინ სხვა
1 წთ

MMA UNCENSORED-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ერთმანეთს ილია თოფურია და ჩანგ სუნგ იუნგი იგივე "კორეელი ზომბი" დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ორთაბრძოლა საღამოს მთავარი დაპირისპირება იქნება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, შეხვედრა 29 აპრილს, სამხრეთ კორეის დედაქალაქში - სეულში გაიმართება.

საინტერესოა, რომ ილიამ WEBPOSITER-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მის მომავალ ბრძოლაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. როგორც მან თქვა,  სავარაუდოდ, ბრძოლას არა ქვემსუბუქში, არამედ მსუბუქ წონაში გამართავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ კორეელ ზომბს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი იწვევს. გიგა ჭიკაძემ რამდენიმე დღის წინ საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აზიელს ოქტაგონზე უხმობდა.

"ვიცი, რომ ზომბებს აღსადგენად დიდი დრო არ სჭირდებათ. შენი საქმე როგორ მიდის? 6 მაისი შენთვის კარგი თარიღია?"

სხვა სტატიები