Belive

შერაზადიშვილი: "ტატამის დანახვა აღარ მინდა"

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელიც -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მთავარი ფავორიტი იყო, მედლის გარეშე დარჩა. ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა წარუმატებელი ოლიმპიადის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.
"მთელი დღეა თავს ცუდად ვგრძნობ და ტატამის დანახვა აღარ მინდა. ახლა დასვენება მჭირდება, რათა ეს ყველაფერი გავაანალიზო. დავბრუნდები, მაგრამ არ ვიცი, როდის. უბრალოდ ვერ ვხვდები რა მოხდა. ასეთი ხანგრძლივი ბრძოლები არასდროს მქონია, არასდროს! განადგურებული ვარ," - ამბობს შერაზადიშვილი.

სხვა სტატიები