Belive

"შენივე ხალხის წინაშე დაგადუმებ" - მოვსარ ევლოევი თოფურიას მიმართავს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ქართველი UFC-ის მებრძოლი ილია თოფურია საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. "ელ მატადორმა" ესპანელ გულშემატკივარს აცნობა, რომ შესაძლოა ყველაზე პრესტიჟულმა ორგანიზაციამ ბრძოლის საღამო ესპანეთშიც გამართოს.

როგორც იცით, ილია უკვე დიდი ხანია ესპანეთში ცხოვრობს და ბრძოლებისთვის მოსამზადებელ პერიოდს სწორედ იქ გადის. ქართველი ქვეყანაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და ადგილობრივ გულშემატკივარსაც ძალიან უყვარს.

ზემოხსენებულ პოსტს მოვსარ ევლოევიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ილიას მისივე ხალხის წინაშე დაამარცხებდა.

"შენსავე ხალხის წინაშე დაგადუმებ" - წერს ევლოევი Twitter-ზე.

ილიასა და მოვსარს შორის დაპირისპირება უკვე დიდი ხანია არსებობს, რომელიც ნელ-ნელა უფრო და უფრო სერიოზულ ხასიათს იღებს. 2022 წლის 22 იანვარს გასამართ ღონისძიებაზე ილია თოფურია მოვსარს უნდა შეხვედროდა. კავკასიელების დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა, რადგან თოფურიაც და ევლოევიც დაუმარცხებელი მებრძოლები არიან. ინგუშ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა და სწორედ ეს გახდა თოფურიასთან დაგეგმილი ბრძოლის ჩაშლის მიზეზი. მანამდე იყო ილიას ჯანმრთელობის პრობლემები წონის კლებისას და ამ ყველაფრის გამო მათი შეხვედრა ოქტაგონზე ვერ შედგა.

სხვა სტატიები