Belive

"საქართველოში გამარჯვებული დავბრუნდები" - ამირან გოგოლაძე

10 თვის წინ სხვა
3 წთ

20 მაისს, თბილისის დროით 22:00 საათზე, ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა “OKTAGON MMA“-ს მიერ ორგანიზებულ ივენთს უმასპინძლებს, რომელშიც ამირან გოგოლაძე ინგლისელ ლაიამ ეტებარს დაუპირისპირდება.

ქართველი მებრძოლი თავდაპირველად მოლდოველ იონ სურდუს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, ეს უკანასკნელი ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა და ორგანიზატორებმა ლაიამ ეტებარით ჩაანაცვლეს, რომელსაც MMA-ში 8 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.

მოახლოებული ბრძოლის წინ, ამირან გოგოლაძე ამაღლებულ განწყობაზეა - "სნაიპერი" დაპირისპირებას მოუთმენლად ელის და აღნიშნავს, რომ საქართველოში გამარჯვებული დაბრუნდება.

"იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ივენთი გაიმართება. რაც შეეხება ჩემს ბრძოლას - მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას ველი. ოქტაგონზე შევალ, ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ და საქართველოში გამარჯვებული დავბრუნდები.

მოწინააღმდეგის ცვლილება, რა თქმა უნდა რთულია. უსიამოვნოა, როდესაც ბოლო დღეს გეცვლება მოწინააღმდეგე და გიწევს ახალ მეტოქეზე გადაწყობა, მაგრამ სურდუ და ეტებარი თითქმის ერთნაირი სტილის მებრძოლები არიან - ამიტომ გეგმებში განსაკუთრებული ცვლილებების შეტანა არ გახდა საჭირო. მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნებოდა მოწინააღმდეგე - ჩემი გეგმა მაქვს, გავდივარ ოქტაგონზე და მეტოქეს დიდ წნეხში ვაქცევ, რის შემდეგაც გამარჯვებაც არ აყოვნებს.

ეტებარის დამარცხების შემდეგ რა იქნება ამ დროისათვის ვერ ვიტყვი. ორგანიზაცია წინასწარ არაფერს გვატყობინებს. ივენთს დაგეგმავენ და დაახლოებით 2 თვით ადრე შეგვატყობინებენ, თუ ვინ იქნება მომდევნო მეტოქე", - ამირან გოგოლაძე.

შეგახსენებთ, ევროპული პუბლიკა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შოუს დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ პრაღაში გასამართი ივენთი, OKTAGON MMA-ს ისტორიაში საუკეთესო იქნება – განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაქმნელად კი აუდიოვიზუალური შოუს ელემენტები მრავლად იქნება გამოყენებული.

გულშემატკივარი აგრეთვე იხილავს საშუალო წონითი კატეგორიის სატიტულო ბრძოლას, რომელშიც პატრიკ კინჩლი (26-10) კარლოს ვემოლას (34-6) დამარცხებას შეეცდება.

MIDDLEWEIGHT TITLE FIGHT

პატრიკ კინჩლი Vs. კარლოს ვემოლა

GAMECHANGER

დევიდ კოზმა Vs. ალექს ლოჰორე

ლუის გლისმანი Vs. მელვინ ვან სუიდამი

ლაიამ ეტებარი Vs. ამირან გოგოლაძე

MAIN CARD

რობერტ პუკაჩი Vs. მიროსლავ ბროზი

მატეუშ ლეგიერსკი Vs. მატეი კუზნიკი

რობერტ ბრიჩეკი Vs. ლი ჩედვიკი

ჯოვანი მელილო Vs. მარეკ მაზუჩი

მატეი დანეკი Vs. ენდრიტ ბრაშორი

სხვა სტატიები