Belive

სამაგალითო საქციელი - ქართველმა ექიმებმა მეტოქეს უმკურნალეს (ვიდეო)

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ყატარში მიმდინარე დოჰას მასტერსზე ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ნიდერლანდელი ფრენკ დე ვიტი იპონით დაამარცხა. ტატოს მეტოქეს გადამწყვეტი ბრძოლის დროს დაზიანდა, რის გამოც დე ვიტმა დაპირისპირება შეხვეული თავითა და ყურით დაასრულა. მოგვიანებით, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ჩვენი ნაკრების მთავარი ექიმი, ზურაბ კახაბრიშვილი დე ვიტს ყურზე ნაკერებს ადებს. აღსანიშნავია, რომ მკურნალობის პროცესში თავად ტატო გრიგალაშვილიც იყო ჩართული.

სხვა სტატიები