Belive

რომან დოლიძის მომავალი მეტოქე მარვინ ვეტორი იქნება

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქართველი UFC-ის მებრძოლი რომან დოლიძე მის მომავალ ბრძოლას UFC 286-ზე გამართავს. აღნიშნული ღონისძიება 2023 წლის 18 მარტს, ლონდონში გაიმართება. დოლიძის მეტოქე რეიტინგის მე-4 ნომერი და ძლიერი მებრძოლი მარვინ ვეტორი იქნება.

29 იტალიელს კარიერაში სულ 25 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 18 მოიგო. ვეტორს დარჩენილ შვიდ ბრძოლაში 1 ფრე და 6 მარცხი აქვს.

შეგახსენებთ, რომ UFC Orlando-ზე ქართველმა მებრძოლმა მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით, ჯეკ ჰერმანსონი დაამარცხა. ეს რომანის ზედიზედ მესამე ვადაზე ადრე გამარჯვება იყო. ქართველმა მებრძოლმა მეტოქის დამარცხებით კარგად იხეირა და რეიტინგში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.

სხვა სტატიები