Belive

"ყველაზე დაბალი საბრძოლო IQ ახალი თაობის წინააღმდეგ" - ცარუკიანი მაიკლ ჩენდლერს იწვევს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

არმან ცარუკიანმა UFC-ის გამორჩეული მებრძოლი მაიკლ ჩენდლერი გამოიწვია. სომეხი თვლის, რომ დროა ჩენდლერმა საკუთარი პოზიცია დაიცვას.

"ჰეი მაიკლ, დროა შენი პოზიცია დაიცვა. ყველაზე დაბალი საბრძოლო IQ შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალი თაობის წინააღმდეგ. მე შენ მწვერვალზე ვერ გხედავ."

არმანი UFC-ის რეიტინგში მე-8 პოზიციაზე იმყოფება ხოლო, ჩენდლერი მე-5 ადგილზეა. ცარუკიანისთვის ეს ბრძოლა კარგი შესაძლებლობა იქნება გულშემატკივარს თავი კიდევ ერთხელ შეახსენოს. სომეხმა ბოლო ბრძოლა 17 დეკემბერს დამირ ისმაგულოვთან ჩაატარა და ყაზახი მეტოქე დაამარცხა. რაც შეეხება ჩენდლერს, მისი ბოლო ბრძოლა 12 ნოემბერს შედგა და დასტინ პორიეს წინააღმდეგ დამარცხდა.

ჯერჯერობით, მაიკლს ამ გამოწვევაზე პასუხი არ გაუცია, თუმცა, გულშემატკივარში ამ ბრძოლამ უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია.

სხვა სტატიები