Belive

ნურმაგომედოვის აგენტმა ფერგიუსონთან შესაძლო ბრძოლის თაობაზე ისაუბრა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
არავისთვის არ იქნება მოულოდნელობა ის ფაქტი, რომ ტიტულის დასაცავად ბრძოლაში ხაბიბ ნურმაგომედოვი ტონი ფერგიუსონს დაუპირისპირდეს - თუმცა ნურმაგომედოვის აგენტის მტკიცებით, ფერგიუსონთან ბრძოლა არ განიხილება. ხაბიბ ნურმაგომედოვის აგენტის მტკიცებით, მომდევნო მეტოქე ჯორჯ სენ პიერი იქნება და არა ტონი ფერგიუსონი. "რამდენადაც ვიცი მომდევნო მეტოქე ჯორჯ სენ პიერია. ჩვენ ასე გვსურს და არ გვაინტერესებს რა უნდა ტონი ფერგიუსონს. ჩვენ იმას ვიღებთ რაც ხაბიბს სურს. თუ ხაბიბი მეტყვის, რომ მას სენ პიერთან სურს დაპირისპირება - სენ პიერი მისი მომდევნო მეტოქე იქნება. არავის აინტერესებს რას ამბობს და რა უნდა ფერგიუსონს", - აღნიშნა ხაბიბის აგენტმა.

სხვა სტატიები