Belive

მსოფლიოსა და ევროპის ძიუდოს ფედერაციებმა საქართველოს წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს

10 თვის წინ სხვა
2 წთ

დოჰაში გამართული ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, ქართველი ძიუდოისტებისთვის ისტორიული გამოდგა. 90 წონით კატეგორიაში გამართული ქართული ფინალისა და ინდივიდუალურად მოპოვებული 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველი სპორტსმენების წარმატებული ასპარეზობდა უყურადღებოდ არ დარჩენია მსოფლიოს ძიუდოს ფედერაციას, რომელმაც საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტს მილოცვის წერილი გამოუგზავნა.

"ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით, გილოცავთ იმ შესანიშნავ მიღწევებს, რომლებსაც თქვენმა სპორტსმენებმა დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეს.

მოხარულები ვართ თქვენი ნაკრების მიერ მიღწეული შედეგისა, რომელმაც უდავოდ ხელი შეუწყო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას. თქვენი ათლეტების მიერ გამოჩენილმა ბეჯითობამ და ძალისხმევამ მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ახალგაზრდა ძიუდოისტი შთააგონა, ხელი შეუწყო ჩვენი სპორტის ღირებულებების, სულის, პატივისცემისა და ერთიანობის გავრცელებას.

ღრმად გვწამს, რომ ეს საოცარი შედეგები შთააგონებს მომავალ თაობას, დაკავდნენ ძიუდოთი, დააფასონ მისი პრინციპები და გახდენ სრულფასოვნები როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში." - წერია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მილოცვის წერილში.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ მილოცვა მიიღო ევროოპის ძიუდოს ფედერაციისაგანაც.

"ეს იყო გულწრფელი სიამოვნება, ჩემი როგორც ევროპის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტისათვის, დოჰას მსოფლიო ჩემპიონატზე გავმხდარიყავი მოწმე თქვენი სპორტსმენების მიერ მიღწეული წარმატებისა.

არა მხოლოდ ქართული, არამედ სრულიად ევროპული ძიუდოს ოჯახი მოხარული იმ შედეგით, რომელიც ტატო გრიგალაშვილმა, ლუკა მაისურაძემ, ლაშა ბექაურმა და გიორგი სარდალაშვილმა დააფიქსირეს. გთხოვთ გადასცეთ ჩვენი გულთბილი მილოცვა მთელ ტექნიკურ ჯგუფს და ოჯახებს, რომლებიც სპორტსმენებს მზადების პროცესში დაეხმარნენ." - წერია ევროპის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მისალოც წერილში.

სხვა სტატიები