Belive

მსაჯის გადაწყვეტილებას, რომელმაც პიმბლეტს გამარჯვება მიანიჭა, კომისია განიხილავს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC 282-ზე ქართველმა მებრძოლმა მეორე რაუნდში, დანებებით, ბრაის მიტჩელი დაამარცხა. ეს ილიას ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა UFC-ში. ამ მოგებით ილიამ TOP 10-ში შეაბიჯა და ქვემსუბუქ წონაში მე-9 პოზიციას იკავებს. შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლი დაუმარცხებელია და მისი რეკორდია 13-0.

გარდა ამისა, აღნიშნულმა ღონისძიებამ სხვა რამითაც მიიქცია ყურადღება. საჩემპიონო ბრძოლამდე, რომელიც ბლაჰოვიჩსა და ანკალაევს შორის შედგა, პიმბლეტისა და გორდონის დაპირისპირება გაიმართა. ბრძოლის შემდეგ, მსაჯებმა გამარჯვებულად პედი გამოაცხადეს, რაც ბევრი გულშემატკივრისთვის მოულოდნელი გამოდგა. თავად გორდონმაც აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში მიღებული გადაწყვეტილება UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო იყო. მსაჯები ამავე საღამოს სხვა უცნაური ქმედებითაც გამოირჩნენ, როცა ანკალაევისა და ბლაჰოვიჩის საჩემპიონო ბრძოლა ფრედ დაასრულეს. ბრძოლის შემდეგ, პოლონელმა მებრძოლა აღნიშნა, რომ მის მეტოქეს საჩემპიონო ქამარი ეკუთვნოდა.

მსაჯის გადაწყვეტილებას, რომელმაც პიმბლეტს გამარჯვება მიანიჭა, კომისია განიხილავს. საინტერესოა ჯო როგანის რეაქცია, რომელიც აშკარად არ მოელოდა ინგლისელის გამარჯვებას.

შემდეგი ღონისძიება UFC- ში 18 დეკემბერს გაიმართება, სადაც მთავარი ბრძოლა კანონიერსა და სტრიკლენდს შორის შედგება.

სხვა სტატიები