Belive

"მოდი ვიბრძოლოთ, მე ყოველთვის მზად ვარ" - დვალიშვილი იანთან ბრძოლაზე თანახმაა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

რუსმა UFC-ის მებრძოლმა პიოტრ იანმა საკუთარ Instagram გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მის შესაძლო მომავალ მეტოქეებს ვხედავთ. სიაში მერაბ დვალიშვილიცაა, რომელიც სასურველ მეტოქეებში მეორე ადგილს იკავებს.

დავლიშვილმა პასუხი არ დააყოვნა და იმავე პოსტის კომენტარებში უპასუხა რუსს.

"მოდი ვიბრძოლოთ, მე ყოველთვის მზად ვარ"

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Gorilla Fighting Energy | MMA (@gorillafighting)

ერთ-ერთმა რუსულმა გვერდმა, რომელიც MMA-ს საკითხებს აშუქებს, დვალიშვილისა და იანის დაპირისპირებას პოსტი მიუძღვნა. "მანქანამ" აქაც დატოვა მისი სიტყვა და თქვა, რომ პიოტრი მის შეთავაზებას არ დათანხმდება.

"ის არ აპირებს ჩემს შემოთავაზებას დათანხმდეს, რადგან მან იცის..."

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Gorilla Fighting Energy | MMA (@gorillafighting)

როგორც ვხედავთ, ქართველი მებრძოლი დაპირისპირებისთვის მზადაა, თუმცა იანი ჯერჯერობით დუმს.

UFC-ის ეგიდით გამართულ ბრძოლებში, მერაბ დვალიშვილი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. ქართველი მებრძოლის უკანასკნელი მსხვერპლი სახელოვანი ჟოზე ალდო გახდა. ალდოსთან გამართულ ბრძოლას განსაკუთრებულს ის გარემოებაც ხდის, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

რაც შეეხება იანს, მან ბოლო ბრძოლა ამერიკელი შონ ო'მალის წინააღმდეგ დათმო.

სხვა სტატიები