Belive

მერაბ დვალიშვილი UFC-ში მე-5 ბრძოლას გამართავს

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-5 შეხვედრა დაგეგმა. 15 თებერვალს, აშშ-ში, ნიუ მექსიკოს შტატში მერაბი კეისი კენის დაუპირისპირდება. ქართველის მეტოქე წონის TOP 15 მებრძოლს შორისაა. 28 წლის ამერიკელის დებიუტი UFC-ში მიმდინარე წლის 31 მარტს შედგა. კეისიმ მაშინ რეი ბორგს მოუგო, რამდენიმე თვეში კი, თანამემამულე, მენი ბერმუდესი დაამარცხა. რაც შეეხება დვალიშვილს, მერაბმა UFC-ში სადებიუტო 2 ბრძოლა წააგო, თუმცა შემდეგ 2 შეხვედრაში მოახერხა გამარჯვება. ახალი ბრძოლა ოფიციალურად დაინიშნა. ჩემი მეტოქე კეისი კენი იქნება, რომელიც UFC-ის TOP 15-ში შედის. ამ ბრძოლის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებ. დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის," - თქვა მერაბმა.

სხვა სტატიები