Belive

"მაქს გინდა ვიბრძოლოთ?" - გიგა ჭიკაძე ჰოლოუეის იწვევს

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქართველმა UFC-ის მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ მაქს ჰოლოუეი გამოიწვია. გიგამ პოსტი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"მაქს გინდა ვიბრძლოთ? ვფიქრობ შეგვიძლია კარგი შოუ შევქმნათ."

შეგახსენებთ, რომ ბოლოს ქართველმა კელვინ კატარის წინააღდეგ იასპარეზა, 5 რაუნდიანი მძიმე ბრძოლა დათმო და UFC-ში პირველი მარცხიც იგემა. გარდა წაგებისა, ამერიკელმა ქართველს საკმაოდ მძიმე დაზიანებებიც მიაყენა, რის გამოც დიდი ხანი ბრძოლას არ იღებდა და რეაბილიტაციას გადიოდა.

ბოლო ბრძოლა არც მაქსისთვის აღმოჩნდა წარმატებული. ამერიკელი ავსტრალიელ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში შეება, სადაც ასევე 5 რაუნდიან ბრძოლაში დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეი UFC-ში ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივედ ითვლება. ჭიკაძის ბოლო შეხვედრა მოკრივე კატართან კი, როგორც ვიცით, წარმატებით არ დასრულდა. ჯერჯერობით, ამერიკელს ქართველის გამოწვევაზე პასუხი არ გაუცია. საინტერესოა, როგორ განვითარდა მოვლენები. აშკარაა, თუ ეს დაპირისპირება შედგება MMA-ს გულშემატკივარს სანახაობა არ მოაკლდება.

სხვა სტატიები