Belive

"მან არ იცოდა მსახიობი, რომ ვიყავი" - ცნობილი კომიკოსი დვალიშვილთან სპარინგს იხსენებს

1 წლის წინ სხვა
2 წთ

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი კევინ ჯეიმსი მერაბ დვალიშვილთან სპარინგს იხსენებს. კევინის თქმით, მერაბმა ის ვერ იცნო და კარგადაც "დაამუშავა."

მსახიობი უკვე წლებია საბრძოლო ხელოვნებების დიდი მოყვარულია და არაპროფესიონალურ დონეზე MMA-თიც კი იყო დაკავებული. UFC-ის კომენტატორის ჯო როგანის თქმით, მას არაჩვეულებრივი დარტყმა აქვს. ჯეიმსმა სწორედ ეს პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მერაბ დვალიშვილთანაც კი ისპარინგა, რაც მისთვის არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდა.

"მე და მერაბმა დავიწყეთ სპარინგი. არ ვიცი, ალბათ, მძიმეწონის მებრძოლი ვეგონე. ამ ბიჭმა არ იცოდა, რომ მსახიობი ვიყავი. მერაბი ერთადერთი იყო, რომელიც არ მიცნობდა. სიგიჟე იყო, მაგრად "დამამუშავა".

"ერთ დღეს კრის ვაიდმანი მწერს, რომ ხვალ დილის 11 საათზე ვიკრიბებით ჩემთან დარბაზში ყველა პროფესიონალი მებრძოლიო. სპარინგი ჩავატაროთო. იქ რომ მივედი ყველა UFC-ის ყოფილი თუ მოქმედი მებრძოლი იყო. მხოლოდ ერთი ჩემთვის უცხო თანაც მძიმე წონის. ვიფიქრე, ეს ან ყოფილი MMA-ს მებრძოლია ან მინიმუმ ყოფილი მოჭიდავე, სხვანაირად ჩვენთან ერთად სასპარინგოდ არ მოიწვევდენთქო. დავიწყეთ სპარინგი და პირველივე რაუნდი სტუმართან მომიწია. (რომელიც ცნობილი მსახიობი და კომედიანტი კევინ ჯეიმსი ყოფილა. მას პატარა ბავშვიც კი ცნობს აქ.) თავიდან ნელა დავიწყე, მაგრამ თვითონ აგრესიულად სპარინგობდა, მაგაზე გავბრაზდი და შევუტიე. მოკლედ მაგრად დავღალე, უკვე აღარ შეეძლო, გაჩერდა და კრის ვეიდმანს უთხრა: "ეს ვერ მცნობს და იქნებ უთხრათ ვინ ვარ თორე არ მინდობს…" - წერს მერაბი საკუთარ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მერაბს წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის. 12 მარტს დვალიშვილი პიოტრ იანს დაუპირისპირდება, რომელიც UFC-ის ერთ-ერთი ელიტური მებრძოლია.

სხვა სტატიები