Belive

მალიხინმა დვალიშვილთან წაგებული სანაძლეოს არ შესრულების მიზეზი გაამხილა

1 წლის წინ სხვა
2 წთ

ONE Championship-ის ჩემპიონმა ანატოლი მალიხინმა განმარტა, თუ რატომ არ გადაუხადა მერაბ დვალიშვილს კუთვნილი თანხა, რომელიც ორმოცდაათი ათასი დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ მერაბმა და ანატოლიმ სანაძლეო იანისა და ალჯოს ბრძოლის წინ დადეს. დვალიშვილი, რა თქმა უნდა სტერლინგის გამარჯვებისკენ იხრებოდა, მალიხინი კი, ფიქრობდა რომ იანი მოიგებდა. საბოლოოდ გამარჯვება ალჯამაინ სტერლინგს დარჩა და სანაძლეოც მერაბმა მოიგო.

აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, თითქმის ერთი წელი გავიდა, თუმცა, დვალიშვილს კუთვნილი თანხა ჯერ კიდევ არ მიუღია.

https://youtu.be/uL0WmHCYWBY?t=89

რუსი მებრძოლის თქმით, გამოწვეული გაუგებრობა მერაბის ბრალია.

"მისთვის ფულის ვერ გადარიცხვის მიზეზი ძალიან მარტივია. ოთხჯერ გავუგზავნე საბანკო ფურცელი და ოთხივე ჯერზე არასწორად შეავსო. არ ვიცი რატომ, მაგრამ ის უბრალოდ არ მაძლევს საჭირო ინფორმაციას. მისთვის ამ ფულის მიცემა ჩემთვის პრობლემა არ არის. საღად მოაზროვნე ადამიანი ვარ და მესმის, რა არის გადარიცხვისთვის საჭირო. არ ვიცი, შეიძლება სწორად იმიტომ ვერ ავსებს ფორმას, რომ ყინულის თავგადასავალმა მას დაღი დაასვა." - განაცხადა ანატოლი მალიხინმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა რამდენიმე დღის წინ, ქართული სპორტის ისტორიაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა "მანქანამ" რუსი პიოტრ იანი დაამარცხა და სუპერმსუბუქ წონაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

სხვა სტატიები