Belive

მაიკ ტაისონის და როი ჯონსის ბრძოლა ფრედ დასრულდა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
29 ნოემბერს ლოს-ანჯელესში ერთმანეთს ყოფილი ჩემპიონები მაიკ ტაისონი და როი ჯონსი დაუპირისპირდნენ. ლეგენდარული მოკრივეების 8-რაუნდიანი ბრძოლა საბოლოოდ ფრედ დასრულდა. ბრძოლის შემდეგ მოკრივეებმა კომენტარები გააკეთეს.
"საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ფრე კარგი შედეგია, ხალხი გაერთო, მე კი ეს მახარებს. ხანდახან 2 წუთი სამად მეჩვენებოდა, ვაპირებ გავაგრძელო და უფრო მეტი გავაკეთო",- აცხადებს ტაისონი. "ეს კიდევ უნდა გავიმეოროთ. ყველას უყვარს მაიკი და, მათ შორის, მეც.მაგრამ რთულია გაუძლო მაიკის დარტყმებს , მისი დარტყმები წელის არეში საშინელება იყო. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ბრძოლა განმეორდეს. ამის თაობაზე ჩემს ოჯახს უნდა დაველაპარაკო და გავიგო, რას ფიქრობენ",- ამბობს როი ჯონსი.

    მაიკ ტაისონმა პროფესიულ რინგზე 58 ორთაბრძოლა, გამართა საიდანაც 50 მოიგო (44 ნოკაუტით) და მხოლოდ 6-ჯერ დამარცხდა. როი ჯონსის ანგარიშზე 66 გამარჯვებაა (47 ნოკაუტით) და მხოლოდ 9 მარცხი.   ასევე იხილეთ ბრძოლის ვიდეო :

სხვა სტატიები