Belive

ლეგენდარულმა ჟოზე ალდომ საბრძოლო კარიერა დაასრულა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა მებრძოლმა ჟოზე ალდომ MMA-ის კარიერა დაასრულა. "რიოს მეფემ" ეს გადაწტყვეტილება ცოტა ხნის წინ ამცნო საზოგადოებას.

ბოლო ბრძოლა ჟოზემ მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც დამარცხდა. შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, მერაბმა ერთ-ერთ Youtube არხზე გაამხილა, რომ ბრაზილიელმა უთხრა მისი გადაწყვეტილების შესახებ.

ღარიბ უბანში დაბადებულმა ალდომ მოზარდობისას დაიწყო საბრძოლო ხელოვნების დაუფლება. მისი დებიუტი ოქტაგონზე 17 წლის ასაკში შედგა, რასაც შვიდ ბრძოლიანი დაუმარცხებელი სერია მოჰყვა. ჟოზემ UFC-ში 20 ბრძოლა ჩაატარა და აქედან 7 დათმო. ის ორგზის ჩემპიონია მსუბუქ წონაში. ბრაზილიელმა ლეგენდამ შვიდჯერ იბრძოლა UFC-ის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

სხვა სტატიები