Belive

კულისებში დაწყებული ჩხუბის გამო, UFC-ის პრესკონფერენცია გაუქმდა

1 წლის წინ სხვა
2 წთ

უსაფრთხოების მიზნით, UFC-ის ისტორიაში პირველად პრესკონფერენცია გაუქმდა. მიზეზად ჩიმაევისა და დიასის გუნდებს შორის კულისებში დაწყებული ჩხუბი სახელდება.

მოგვიანებით დანა უაითმა განაცხადა, რომ ხამზატ ჩიმაევსა და კევინ ჰოლანდს შორის ჩხუბი ატყდა და შემდეგ ეს ყველაფერი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დანა უაითის თქმით, პრესკონფერენციის გაუქმება, მებრძოლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სწორი ნაბიჯი იყო. უაითმა აღნიშნა, რომ UFC-ს არ ჰყავდა საკმარისი პერსონალი კულისებში იმისათვის, რომ სიტუაცია დაელაგებინა და მომავალში ამას გამოასწორებს.

სპორტული ჟურნალისტის არიელ ჰელვანის თქმით, სიტუაცია მას შემდეგ გახდა უკონტროლო, რაც დაპირისპირებაში ნეით დიასის გუნდი ჩაერთო. ჰელვანის თქმით, დაპირისპირება ბოთლების სროლამდე და ხელჩართულ ჩხუბამდეც კი მივიდა.

ეს ყველაფერი გასაკვირი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ ჩიმაევი ყოველთვის აცხადებდა, რომ დიასს თუ გუნდთან ერთად სურდა ჩხუბი ამას მიიღებდა.

”მე ომისთვის ვარ დაბადებული. შინაგანად მეომარი ვარ და სხვა არაფერი მაინტერესებს. როდესაც ჩხუბი მოდის, მე არც ფული მაინტერესებს და არც ის თუ რა მოხდება მის შემდეგ. თუ დიასს გუნდთან ერთად უნდა ბრძოლა, 20-მდე ბიჭი მყავს თან. ჩვენ ნებისმიერ გუნდთან ვიბრძოლებთ, თქვენ ეს იცით. მოხარული ვიქნები, თუ ეს მოხდება და მერწმუნეთ, რაღაც გიჟურს უნდა ელოდოთ. ”

სხვა სტატიები