Belive

კოვინგტონი VS ჩიმაევი | დანა უაითი ახალ დაპირისპირებას აანონსებს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

The MacLife-თან მიცემულ ინტერვიუში დანა უაითმა საინტერესო ღონისძიება დააანონსა. როგორც ვიცით, დაგეგმილია მესამე ორთაბრძოლა ჩემპიონ ლეონ ედვარდსსა და კამარუ უსმანს შორის. შესაძლოა, ამ საღამოსვე შედგეს ხამზატ ჩიმაევისა და კოლბი კონიგტონის დაპირისპირებაც.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დანას კოლბისა და ხამზატის ბრძოლის დანიშვნა სურდა. გილბერტ ბარნსთან დაპირისპირებამდე, UFC-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კავკასიელი მებრძოლის გამარჯვების შემთხვევაში ის კოვინგტონს შეხვდებოდა. ასეც მოხდა, "მგელმა" ბრაზილიელი მეტოქე დაამარცხა, თუმცა, დაპირებული ბრძოლა არ შედგა.

ხორხე მასვიდალთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, კოლბი კოვინგტონს ბრძოლა არ ჩაუტარებია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ბრძოლიდან რამდენიმე კვირაში, მასვიდალი ერთ-ერთ რესტორანში, მის ყოფილ მოწინააღმდეგეს თავს დაესხა. მებრძოლი დააკავეს და ბრალიც წაუყენეს.

ამერიკელს UFC-ში 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 12 მოიგო და სამში დამარცხდა. რაც შეეხება ხამზატ ჩიმაევს, ის დაუმარცხებელია და UFC-ში 6-დან 6 მოგება აქვს.

სხვა სტატიები