Belive

კონორის ოქტაგონზე დაბრუნება 2023 წლის შუა რიცხვებადე გადაიდო

1 წლის წინ სხვა
2 წთ

უახლოეს მომავალში კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს ვერ დაუბრუნდება. აღნიშნულ ინფორმაციას MMA Mania ავრცელებს.

რამდენიმე თვიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ, UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა დაადასტურა, რომ ირლანდიელმა მებრძოლმა USADA-ის პროგრამა დატოვა.

ჯერ კიდევ სექტემბერში, TSN-ის თანამშრომელმა აარონ ბრონშტეტერმა ღრმად შეისწავლა USADA-ს საჯარო მონაცემთა ბაზა და აღმოაჩინა, რომ კონორ მაკგრეგორი იყო ერთადერთი მებრძოლი UFC-დან, რომელიც 2022 წელს არ შემოწმებულა დოპინგზე.

თითქმის აშკარაა, რომ მაკგრეგორის გვარი შეგნებულად ამოიღეს USADA-ს პროგრამიდან, რადგან ის ფეხზე ჯერ კიდევ მკურნალობს. რეაბილიტაციის პროცესში სპორტსმენი ისეთ ნივთიერებებს იღებს, რომლებიც USADA-ს მიერ აკრძალულია.

ის, რომ მაკგრეგორი უცხო ნივთიერებებს იღებს აშკარაა, ამაზე თავად მებრძოლის მიერ გავრცელებული ფოტოები მეტყველებს. ბოლო დროის განმავლობაში ყოფილმა ჩემპიონმა საკმაოდ დიდი კუნთური მასა მოიმატა და ამას არც მალავს.



UFC 280-დასრულების შემდეგ კონორმა პოსტი გაავრცელა, რომელიც მოგვიანებით წაშალა, სადაც ახალ ჩემპიონს ისლამ მახაჩევს იწვევდა.

"კარგი ბრძოლა და კარგი შესრულება. არსენალში საკმარისი იარაღი მაქვს, რომ ეს სტილი დავამარცხო."

ორგანიზაცია ირლანდიელ მებრძოლს 6 თვეს აძლევს, თუ ამ დროში მაკგრეგორის ორგანიზმი სუფთა არ იქნება, ის ოქტაგონზე ვერ შევა.

სხვა სტატიები