Belive

ჯონ ჯონსი საუკეთესო მებრძოლთა სიაში პირველ ადგილზე დაბრუნდა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ლეგენდარული მებრძოლი ჯონ ჯონსი სამწლიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონს დაუბრუნდა და სირილ განს დაუპირისპირდა. აღსანიშნავის, რომ ამერიკელმა მებრძოლმა წონა შეიცვალა და განთან დაპირისპირება მძიმეწონაში შედგა. ჯონმა მისი მეტოქე პირველივე რაუნდში დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონის ქამარს კიდევ ერთხელ დაეუფლა.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ჯონ ჯონსი UFC-ის საუკეთესო მებრძოლთა სიაში პირველ ადგილზე დაბრუნდა.

ამ დრომდე აღნიშნულ პოზიციას ავსტრალიელი ალექს ვოლკანოვსკი იკავებდა. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიაში გამართულ UFC 284-ზე მახაჩევმა ვოლკანოვსკი დაამარცხა, ეს უკანასკნელი მაინც რჩებოდა საუკეთესო მებრძოლთა პირველ ნომრად.

სხვა სტატიები