Belive

ისლამ მახაჩევი: "სამართლიანობას არც კი ველოდი"

1 წლის წინ სხვა
1 წთ

როგორც ისლამ მახაჩევი ამბობს, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ საუკეთესო მებრძოლთა სიაში არ დააწინაურეს.

ისლამმა გასულ კვირას ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა, რომელიც საუკეთესო მებრძოლთა სიაში პირველი ნომერია. გამარჯვების მიუხედავად, მახაჩევი მაინც მეორე ნომრად დარჩა.

"სამართლიანობას არც კი ველოდი. ეს ჩვენი სხვა მებრძოლების: ანკალაევისა და იანის მაგალითზეც გამოჩნდა. 13, 000 კილომეტრი ვიფრინე და მათი ჩემპიონი დავამარცხე. მთავარი ისაა, რომ მსაჯებმა ჩემი ხელი ასწიეს და შინ ქამრით თავდაჯერებული დავბრუნდი." - განაცხადა კავკასიელმა რუსულ მედიასთან საუბრისას.

ვოლკანოვსკისთან ბრძოლამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ორივე სპორტსმენი თვლის, რომ გამარჯვება ეკუთვნოდათ და შეხვედრის დასრულებიდან მალევე გამოთქვეს მზაობა ხელახლა შეხვედრაზე.

სხვა სტატიები