Belive

ილია თოფურია UFC-ის TOP 10 ახალბედას შორის დასახელდა

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
UFC-ის ოფიციალურმა გვერდმა 2020 წელი შეაჯამა და წლის 10 საუკეთესო ახალბედაც გამოავლინა. ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულოდ, სიაში მოხვდა ილია თოფურია.
23 წლის ქართველმა მებრძოლმა TOP 10-ში მე-8 პოზიცია დაიკავა: "ექვსი თვის წინ ილია UFC-ის განაცხადშიც არ იყო, თუმცა ოქტომბერში, იუსეფ ზალალის გამოწვევა მიიღო და "მაროკოელი ეშმაკი" დაამარცხა. 2 თვეში თოფურიამ ვეტერან დეიმონ ჯექსონს საოცრად, 3 წუთზე ნაკლებ დროში მოუგო. ახლა კი ყველა ელის, თუ რას შემოგვთავაზებს 23 წლის დაუმარცხებელი მებრძოლი შემდეგში," - წერს UFC-ის ოფიციალური გვერდი.

TOP 10 ასე გამოიყურება:

  1. ხამზატ ჩიმაევი
  2. ხოაკინ ბაკლი
  3. ბრენდონ როივალი
  4. ხაოს უილიამსი
  5. ირი პროჰაზკა
  6. ჯამაჰალ ჰილი
  7. იუსეფ ზალალი
  8. ილია თოფურია
  9. ტომ ასპინალი
  10. კრის დაუკაუსი

სხვა სტატიები