Belive

გურამ თუშიშვილი და ლაშა ბექაური ტაშკენტის გრან პრიზე იასპარეზებენ

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ხვალ უზბეკეთში სტარტს ტაშკენტის გრან პრი აიღებს. როგორც ცნობილია, ტურნირზე ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. ჩვენი ქვეყნისთვის მედლების მოპოვებას ლაშა ბექაური (-90) და გურამ თუშიშვილი (+100) შეეცდებიან. თუშიშვილი, თავისი რეიტინგიდან გამომდინარე, პირველ წრეში დაისვენებს, მე-2 რაუნდში კი იერასილ ყაზბიბაევსა და იაჰორ კუხარენკას შორის გამარჯვებულს შეხვდება. რაც შეეხება ბექაურს, 19 წლის ძიუდოისტი პირველი წრის ბრძოლას ალჟირელ, აბდერაჰმან ბენამადისთან გამართავს.

სხვა სტატიები