Belive

გურამ ქუთათელაძის კომენტარი გამარჯვების შემდეგ

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

18 ოქტომბერს ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ UFC-ის სადებიუტო ბრძოლა გამართა პოლონელ მატეუშ გამროტისთან. აქამდე ქართველი მებრძოლის მეტოქეს MMA-ის წესებით 17 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და დაუმარცხებელიც იყო. რაც შეეხება გურამს, მას 13 ბრძოლა ჰქონდა გამართული და აქედან 8 ზედიდზედ - მოგებული. 18 ოქტომბერს გამართულ ბრძოლაში გამარჯვება ქართველმა მებრძოლმა მოიპოვა, თუმცა მან ბრძოლის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა: "ეს ჩემი ბრძოლა არ იყო , მე პატიოსანი ადამიანი ვარ, რა თქმა უნდა, მადლობას გიხდით, მაგრამ არ ვიცი, მსაჯებმა ქულები როგორ დათვალეს, ბედნიერი არ ვარ, რადგან სხვა შედეგს ველოდი".


 
გურამმა ასევე მატეუშ გამროტისაც მიმართა მადლობა გადაუხადა და ნამდვილი მებრძოლი უწოდა.

სხვა სტატიები