Belive

გურამ ქუთათელაძე ოქტაგონზე ივნისში დაბრუნდება

1 წლის წინ სხვა
1 წთ

Frontkiсk.online-ს ინფორმაციით, გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს უბრუნდება. "ქართველი ვიკინგის" მოწინააღმდეგე ჯონ მაკდესი იქნება და აღნიშნული ბრძოლა UFC 289-ზე, 10 ივნისს გაიმართება.

კანადელ მებრძოლს ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული და აქედან ოქტაგონი გამარჯვებულმა 8-ჯერ დატოვა. აღსანიშნავია, რომ მაკდესის 8-დან 4 ორთაბრძოლა ნოკაუტით აქვს მოგებული.

შეგახსენებთ, რომ UFC 283-ზე ქუთათელაძის და მოიზესისა დაპირისპირებაუნდა შემდგარიყო. ბრძოლა 21 იანვარს ბრაზილიაში, რიო-დე ჟანეიროში იყო ჩანიშნული, თუმცა გურამი ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა.

ბოლო ბრძოლა ქუთათელაძემ მსაჯების გადაწყვეტილებით, დამირ ისმაგულოვთან დათმო და UFC-ში პირველი წაგებაც იწვნია. გურამს ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში ორი ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან ერთი აქვს მოგებული.

სხვა სტატიები