Belive

GSP-მ გაამხილა, რომ მას ორ UFC-ის ლეგენდასთან ბრძოლის შანსი ჰქონდა

1 წლის წინ სხვა
2 წთ

ლეგენდარულმა კანადელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ მას ანდერსონ სილვასა და ხაბიბ ნურმაგომედოვთან შეხვედრის შანსი ჰქონდა.

ჯორჯ სენ-პიერმა კარიერა 2019 წელს დაასრულა და UFC-ის დიდების დარბაზის წევრიც გახდა. ბევრის აზრით, GSP მისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლად ითვლება.

მას ყოველთვის ორ სახელს უკავშირებდნენ - საშუალო წონის მეფე ანდერსონ სილვას და დაუმარცხებელ ხაბიბ ნურმაგომედოვს. მის ბოლო ინტერვიუში მებრძოლმა ასეთი, რამ განაცხადა:

"ყოველთვის მინდოდა მცოდნოდა ვიყავი თუ არა საუკეთესო და ამის გასარკვევად მხოლოდ ორი ბრძოლა მჭირდებოდა. დიდი იყო იმის შანსი, ეს დაპირისპირებები შემდგარიყო. პირველი ბრძოლა ანდერსონ სილვასთან მელოდებოდა, მეორე კი ხაბიბის წინააღმდეგ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ მოხდა.

ორივე მისი პოტენციური მეტოქე უდავოდ ლეგენდები იყვნენ. ბრაზილიელი სილვას MMA-ის კარიერამ ოთხი ათწლეული გასტანა. ის UFC საშუალო წონის ჩემპიონის ტიტულს 2457 დღის განმავლობაში, 2006 წლის 14 ოქტომბრიდან 2013 წლის 6 ივლისამდე ფლობდა, რაც ჯერ კიდევ არავის გაუუმჯობესებია. არც ხაბიბს სჭირდება დიდი წარდგენა. ის 29 გამარჯვებითა და არცერთი მარცხით ამ სპორტის ცოცხალი ლეგენდაა. გავრცელებული ინფორმაციით, კავკასიელმა უბრალოდ უარყო სენ-პიერის შეთავაზება.

„იმისათვის, რომ შეხვედრა შედგეს ორი მებრძოლი და პრომოუტერია საჭირო. მაშინაც კი, თუ მებრძოლები შეთანხმდნენ და პრომოუტერმა ვერ წარმართა მოლაპარაკებები, ბრძოლა ვერ შედგება. პირველ რიგში, მებრძოლები თავის პირობებს წამოაყენებენ, შემდეგ ისინი მოლაპარაკებას აწარმოებენ და ბოლოს ყველაფერი პრომოუტერზეა დამოკიდებული. ჩემს შემთხვევაში ეს არ მოხდა. თუ ამ ბრძოლების ხილვა დღეს გულშემატკივრებს კვლავ სურთ, ვიტყვი, რომ ეს უაზრობა იქნება, რადგან არცერთი ვართ კარგ ფორმაში. ჩვენ ძალიან დიდი დრო დავკარგეთ."

სხვა სტატიები