Belive

გიგა ჭიკაძე სადიქ იუსიფთან ბრძოლას ჩაეხსნა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქართველ მებრძოლს სადიქ იუსუფთან ორთაბრძოლა 17 სექტემბერს ჰქონდა ჩანიშნული. გიგა ლას-ვეგასში UFC Apex-ზე დაგეგმილ ღონისძიებას გაურკვეველი მიზეზის გამო გამოეთიშა. ჯერ არ არის ცნობილი თუ ვინ იქნება ჭიკაძის შემცვლელი, მაგრამ UFC აქტიურად აგრძელებს მის ძებნას.

ცნობილი გამოცემა MMA JUNKIE წერს, რომ მათ იციან თუ რომელ ვარიანტებს განიხილავს ამერიკული პრომოუშენი, თუმცა, ანონიმური წყაროების თხოვნით მათი ვინაობა არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ჭიკაძემ მისი ბოლო ბრძოლა იანვარში კელვინ კატართან ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დათმო. ამ დამარცხებით გიგამ UFC-ის დაუმარცხებელი სერია დაასრულა. ქართველ მებრძოლს UFC-ში ედსონ ბარბოზა და ქაბ სვანსონი ჰყავს დამარცხებული. "ნინძას" ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში 8 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ ერთი დათმო.

სხვა სტატიები