Belive

"გენოციდის მხარდამჭერ ჯამბაზს სახე გაუერთიანა" - უკრაინელი ჩოგბურთელი დვალიშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა და ქართული MMA-ს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

ბრძოლის შემდეგ, ტრადიციულად ოქტაგონზე დენიელ კორმიე ავიდა და გამარჯვებულს კომენტარის გაკეთება სთხოვა. ქართველმა "მანქანამ" კი, ომის საწინააღმდეგო განცხადება გაავრცელა.

"მე ომის წინააღმდეგი ვარ. დიდება უკრაინას. დიდება საქართველოს. დიდება თავისუფლებას. ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვჭირდება და გთხოვთ შეწყვიტოთ ომი."

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა უკრაინელი ჩოგბურთელი ალექს დოლგოპოლოვი და მერაბს გამარჯვება მიულოცა.

"გენოციდის მხარდამჭერ ჯამბაზს სახე გაუერთიანა. მან ეს დაიმსახურა. გილოცავ. დიდება გმირებს!" - წერს დოლგოპოლოვი.

სხვა სტატიები