Belive

"ეს მეტია ვიდრე უბრალოდ ბრძოლა" - დვალიშვილმა იანთან მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა

1 წლის წინ სხვა
2 წთ

ქართული MMA-ის იტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ახლოვდება და დაძაბულობაც უფრო იმატებს. მერაბ დვალიშვილი რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ მერაბი პირველი ქართველი გახდეს, ვინც საჩემპიონო ბრძოლას მიიღებს.

აღნიშნულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დვალიშვილმა მისი ახლო მეგობრისა და მსუბუქი წონის ჩემპიონ ალჯამეინ სტერლინგის პოდკასტში ისაუბრა:

"სულ ახლახანს დავასრულე ალჯოს ფარეხში ვარჯიში. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ბოლო ორი დღე გაციებული ვიყავი, თუმცა, ახლა მწყობრში ვარ და ვარჯიშს ვაგრძელებ. იანი ჩვენს მიმართ ხშირად იჩენს უპატივცემულობას. ჯამბაზებს გვეძახის. ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ცემაა. მას არ მოვწონვარ და არც მე მომწონს ის. როგორც ოჯახის კაცს მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სხვა მხრივ, წარმოდგენა არ მაქვს რას აკეთებს. მან წესები არ იცის. არ არის თავმდაბალი, ბევრს ლაპარაკობს, თავხედია და ამის გამო კარგ გაკვეთილს ჩავუტარებ.

ამ ბრძოლას ზემდეტად პირადად ვიღებ. ეს ჩემთვის მეტია ვიდრე უბრალოდ ბრძოლა. ოდნავადაც არ დავუშვებ იმას, რომ პიოტრ იანთან დავმარცხდე. არ მაინტერესებს ფული, ჩემი კარიერა, აქ სამე უფრო დიდს ეხება. ბოლო დღეები ჩემთვის სტრესული აღმოჩნდა, რადგან გაციებული ვიყავი, პატარა დაზიანებაც მივიღე, მაგრამ ერთადერთი რაზეც ვფიქრობ ამ ბიჭის ცემაა. მას დავამარცხებ და ციმბირში გავგზავნი.

ამ ბრძოლისთვის ჩემს კუთხეში იქნებიან: რეი ლონგო, მეთ სერა, ალჯამაინ სტერლინგი და ჯონ ვუდი."

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლა, თბილისის დროით, 12 მარტს გამთენიისას არის ჩანიშნული. აღნიშნული დაპირისპირება ლას ვეგასში, The Theater at Virgin Hotels-ში გაიმართება.

ამ შეხვედრას მერაბი საკმაოდ კარგი სტატისტიკით ხვდება. "მანქანა" უკვე 8 ბრძოლაა არ დამარცხებულა. რაც შეეხება იანს, მას ბოლო ოთხი ბრძოლიდან მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს.

სხვა სტატიები