Belive

"ერთგულება, ღირსება და პატივისცემა ფულზე მეტია" - ფრევოლამ მერაბზე გაკეთებული კომენტარისთვის დანა უაითი გააკრიტიკა

1 წლის წინ სხვა
2 წთ

UFC-ის მებრძოლმა მეთ ფრევოლამ დანა უაითი გააკრიტიკა. საქმე ეხება დანას მიერ მერაბზე გაკეთებულ კომენტარს. UFC-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველის დამოკიდებულება ალჯოსთან ბრძოლაზე მისთვის სასაცილოა.

"მას შეუძლია საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. თუ ისეთი გზა სურს როგორსაც თავად ამბობს, მისი საქმე კარგად არ წავა." - განაცხადა დანა უაითმა.

სწორედ ამ კომენტარმა გამოიწვია მეთ ფრევოლას უკმაყოფილება და აღნიშნა, რომ დანა უაითის მთავარი ინტერესი მხოლოდ ფულია.

"ერთგულება, ღირსება და პატივისცემა მეტია, ვიდრე ფული, დიდება და ქამრები. ამის გაგება შენთვის რთულია, როცა მხოლოდ დოლარის ნიშნები გადარდებს." - წერს ფრევოლა საკუთარ Twitter-ზე.

"დანა ბიზნესს მართავს და ის იმას აკეთებს, რაც საუკეთესოა UFC-სთვის. მე ეს მესმის. უბრალოდ ვფიქრობ, რომ სიტუაციის მერაბისა და ალჯოს პერსპექტივიდან დანახვა არ სურს." - განაცხადა ფრევოლამ.

როგორც იცით, მერაბის წონის ჩემპიონი მისი ახლო მეგობარი და თანაგუნდელი ალჯამაინ სტერლინგია. იანის დამარცხებით, დვალიშვილი ძალიან მიუახლოვდა საჩემპიონო ქამარს. თუმცა, ქართველი მებრძოლი ყოველთვის აცხადებდა, რომ მის მეგობარს არ დაუპირისპირდებოდა, რაც სიტუაციას ართულებს.

ბოლო დროს იამაიკელი ჩემპიონი ხშირად აცხადებს, რომ წონის შეცვლას გეგმავს, რაც მერაბს გზას გაუხსნის. ალჯოს მომავალი ბრძოლა 7 მაისს ყოფილი ორმაგი ჩემპიონის  ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ აქვს ჩანიშნული.

სხვა სტატიები