Belive

"ძმობას ფულის სანაცვლოდ არ გავყიდი"- ალჯამეინ სტერლინგი

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მერაბ დვალიშვილმა ქართული MMA-ის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მან ბრაზილიელი ლეგენდა ჟოზე ალდო სამრაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ბრაზილიელი ლეგენდის დამარცხებით დვალიშვილი  სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა. მერაბმა სამი საფეხურით აიწია  მებრძოლთა სიაში და ახლა მესამე ადგილს იკავებს. მის წინ მხოლოდ ორი მებრძოლია, თიჯეი დილაშოუ და პიოტრ იანი.

მაშინვე დაიწყო საუბრები იმის თაობაზე, იბრძოლებდა თუ არა მერაბი სტერლინგის წინააღმდეგ, რაზეც ქართველმა მტკიცე უარი განაცხადა. ამ ყველაფრის შესახებ იამაიკელ მებრძოლსაც კითხეს აზრის, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა:

"ჩვენ ერთხელ უკვე ვთქვით, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ არ ვიბრძოლებდით. განსაკუთრებით ფულისთვის! ბევრს არ ესმის, მაგრამ რატომ უნდა ვიბრძოლოთ ფულისათვის, რომელიც ერთ წელში აღარ იქნება? ძმობას ფულის სანაცვლოდ არ გავყიდი. მე მერაბის გამო ძალიან ბედნიერი ვარ და გამოსავალს ვიპოვით. შესაძლოა, მე ავიდე ქვემსუბუქში ან ის ჩავიდეს უმსუბუქესში."

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილის წონაში ჩემპიონის ქამარს, მერაბის ახლო მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგი ფლობს.

სხვა სტატიები