Belive

დვალიშვილმა გაამხილა თუ რა უთხრა ალდომ ბრძოლის შემდეგ

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მას შემდეგ, რაც ჟოზე ალდოსა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლაში გამარჯვებული ოფიციალურად გამოცხადდა, ქართველი მის მოწინააღმდეგესთან მივიდა და პატივისცემისცემა გამოხატა. მებრძოლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში საუბრობდნენ, თუმცა კამერებში არ ისმოდა, თუ რა უთხრეს ყოფილმა მეტოქეებმა ერთმანეთს.

მერაბ დვალიშვილი ცნობილ ამერიკულ YouTube არხზე MMAFightingonSBN-ში იყო მიწვეული და ქართველმა მებრძოლა თქვა თუ რა უთხრა მისმა მოწინააღმდეგემ:

" როცა მისთვის ხელის ჩამორთმევა მინდოდა და მადლობის გადახდა ბრძოლისთვის, მან მითხრა, რომ ეს მისთვის ბოლო ბრძოლა იყო. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო, რადგან ჟოსემ ამ სპორტში ძალიან ბევრი დაამტკიცა. ჩემთვის ძალიან გულსატკენი იყო ეს სიტყვები, რადგან ვიცი რა რთულია მებრძოლმა მიიღო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება. შოკში ვიყავი!"

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ლეგენდის დამარცხებით დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა. მერაბმა სამი საფეხურით აიწია მებრძოლთა სიაში და ახლა მესამე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები