Belive

დვალიშვილის მწვრთნელი ქართველებზე: "თავმდაბალი და კარგი ხალხია"

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
მერაბ დვალიშვილმა მწვრთნელ მეთ სერასთან ერთად გასულ კვირას გამართული UFC-ის ბრძოლები შეაფასა. ცხადია, ქართველმა მებრძოლმა თანამემამულის, ილია თოფურიას გამარჯვებაზეც ისაუბრა.
"ლონდონში ჩატარებულ ბრძოლებში ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ველოდით. გარდა ერთი გამონაკლისისა - ჯეი ჰერბერტმა ილია თოფურიას თითქმის მოუგო. მან ძალიან მაგრად იბრძოლა და დაპირისპირებაში დაბრუნება მოახერხა. უნდა ვთქვა, რომ ქართველები სხვანაირად ვართ აგებულნი. ნოკდაუნის შემდეგ, ილიამ მოახერხა და მეტოქე დაანოკაუტა. ეს ფენომენალურიამ," - ამბობს მერაბ დვალიშვილი. კომენტარი გააკეთა მერაბის მწვრთნელმა, მეთ სერამაც: "დარბაზში 15 ქართველი ბიჭი გვყავს და შემიძლია ვთქვა, რომ ქართველები ძალიან მიყვარს. ისინი ერთმანეთზე უკეთესი ადამიანები არიან. მერაბის გარდა, ვიცნობ თორნიკე ნაგლიაშვილსაც, რომელიც შეუჩერებელია. ქართველები ძალიან თავმდაბალი და კარგი ხალხია."
   

სხვა სტატიები