Belive

დვალიშვილის მეტოქე: "მერაბს შევარცხვენ"

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

როგორც იცით, 11 მარტს მერაბ დვალიშვილი UFC FIGHT NIGHT 190-ზე დარეგისტრირდა. ქართველი მებრძოლი პირველ მაისს კოდი სტამანს დაუპირისპირდება. მერაბის მომდევნო მეტოქემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. 31 წლის ამერიკელი წერს, რომ ქართველი მის მიმართ უპატივცემულობას ავლენენ.

"ვიცი, რომ მერაბი კარგი ბიჭია, თუმცა, ქართველი გულშემატკივარი თავხედურად უპატივცემულოდ იქცევა. საერთოდ არ მაინტერესებს, რას ამბობთ ჩემზე, მაგრამ, როდესაც ოჯახს ეხებით, ეს უკვე ძალიან პირადული ხდება. მე მას არამხოლოდ დავამარცხებ, არამედ, შევარცხვენ. ძალიან მოტივირებული ვარ, 1 მაისს მისი სისხლი თქვენს ხელშია," - წერს კოდი სტამანი.
View this post on Instagram

A post shared by Cody Stamann (@codystamann)

სხვა სტატიები