Belive

დანა უაითი: "მაკგრეგორი ფავორიტი არაა"

4 წლის წინ სხვა
1 წთ
18 იანვარს კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს დაუბრუნდება. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ლეგენდარული ირლანდიელი მებრძოლი დონალდ სერონს დაუპირისპირდება. მოახლოებული ორთაბრძოლის წინ, დანა უაითმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. უაითის მტკიცებით, კონორ მაკგრეგორი ფავორიტი არაა და დონალდ სერონის ნაადრევად ჩამოწერა არ ღირს. "წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდება. სერონის მიმართ ყველა უპატივცემულობას იჩენს. არ ღირს მისი ნაადრევად ჩამოწერა. მიუხედავად იმისა, რომ სერონმა ზედიზედ ორი მარცხი იწვნია - იგი მაღალი დონის მებრძოლია და მისგან არაერთი გასაოცარი ორთაბრძოლა გვინახავს." "ორთაბრძოლის მიმართ საოცრად დიდი დაინტერესებაა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ორთაბრძოლა მოლოდინს გაამართლებს. უკმაყოფილო არავინ დარჩება. ერთმანეთს ტოპ ხუთეულის ორი მებრძოლი უპირისპირდება", - აღნიშნა დანა უაითმა.

სხვა სტატიები