Belive

დანა უაითი: "მაკგრეგორი არ წასულა"

5 წლის წინ სხვა
1 წთ
UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა გუშინ ამერიკულ ტელეახთან კონორ მაკგრეგორის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ირლანდიელი რამდენიმე დღის წინ, სპორტიდან საკმაოდ მოულოდნელად წავიდა. "არ ვფიქრობ, რომ კონორმა UFC დატოვა. მას ჩემთან პირისპირ შეხვედრა და საუბარი უნდა, რაც მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში აუცილებლად მოხდება. მაკგრეგორს ყველა და მათ შორის მეც, პატივს ვცემთ, კონორი ამით ყოველთვის გამოირჩეოდა. ჩემი აზრით, ირლანდიელს ფულიც ძალიან ბევრი აქვს. პრობლემა იმაშია, რომ მაკგრეგორი UFC-სგან უფლებებს ითხოვს. თუმცა, თუ კალათბურთს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მაიკლ ჯორდანი ლიგის ნაწილს არ ფლობს. რა თქმა უნდა, კონორი UFC-სთვის როგორც ბრენდისთვის, და როგორც სპორტისთვის ძალიან ღირებულია. კონორის დაკმაყოფილება სხვა გზითაც შეიძლება, მაგრამ ეს რთული იქნება," - თქვა დანა უაითმა.  

სხვა სტატიები