Belive

არმან ცარუკიანისთვის საოცნებო ბრძოლა მახაჩევთან რემატჩია

1 წლის წინ სხვა
2 წთ

მახაჩევისა და ცარუკიანის დაპირისირპირება 2019 წლის აპრილში შედგა, სადაც ეს უკანასკნელი დამარცხდა. მას შემდეგ, ისლამმა ზედიზედ ექვსი ბრძოლა მოიგო და ჩემპიონის ქამარსაც დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ სომეხმა 2019 წელს მის მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონს UFC-ში არცერთ მებრძოლთან გასჭირვებია გამარჯვების მოპოვება ისე, როგორც ეს არმანის შემთხვევაში მოხდა.



Red Corner MMA-სთან საუბრისას სპორტსმენს მის საოცნებო ბრძოლაზე ჰკითხეს, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა:

"ეს იქნებოდა ისლამ მახაჩევი. ტიტულის მოპოვება იმაზე მიუთითებს, რომ ის ძალიან გაიზარდა და უდიდესი გამოცდილებაც მიიღო. ბევრი უნდა ვიმუშავო. რამდენიმე ბრძოლა მაქვს მოსაგები და იმედია, წელიწადნახევარში ტიტულს მოვიპოვებ."

როგორც მოგეხსენებათ, მახაჩევი 11 თებერვალს ავსტრალიაში, UFC 284-ის მთავარ ღონისძიებაზე, ვოლკანოვსკის წინააღმდეგ, ჩემპიონის ტიტულს პირველად დაიცავს. ცარუკიანი მოელის, რომ ვოლკანოვსკი ჩემპიონისთვის მკაცრი გამოცდა იქნება, მაგრამ ფიქრობს, რომ ისლამი ტიტულს შეინარჩუნებს.

”ვფიქრობ, ისლამს ვოლკანოვსკისთან მძიმე ბრძოლა ელის. მას ჭიდაობასთან ერთად, კარგი დარტყმებიც აქვს. ავსტრალიელს კარგი გამძლეობა აქვს. ალექსის გამოცდილება ისლამისთვის ძალიან დიდი გამოწვევა იქნება. მაგრამ, ჩემი აზრით, ისლამი გაიმარჯვებს“.

ცარუკიანს, ვიდრე ქუთათელაძის ყოფილ მეტოქეს, მატეუშ გარმორტს შეხვდებოდა, 5 ბრძოლიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. არმანი ოქტაგონზე 17 დეკემბერს, UFC Fight Night 216-ზე ბრუნდება და მისი მეტოქე, ასევე გურამის ყოფილი მეტოქე, ყაზახი დამირ ისმაგულოვი იქნება.

სხვა სტატიები