Belive

ალჯამეინ სტერლინგი: "მერაბი 12 მარტისთვის მზად არის, ამას მსოფლიო ნახავს"

1 წლის წინ სხვა
2 წთ

მერაბ დვალიშვილი UFC-ში არსპარეზობის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას გამართავს. ქართველი პიოტრ იანს დაუპირისპირდება, რომელიც დივიზიონის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია. შეხვედრისთვის მზადების პერიოდმა აქტიურ ფაზაში გადაინაცვალა. "მანქანა" ტრადიციულად ალჯამეინ სტერლიგნთან ერთად ვარჯიშობს და შეკრებას ლას ვეგასში მასთან ერთად გადის.

დვალიშვილის ახლო მეგობარი და მსუბუქი წონის ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი თვლის, რომ მერაბი ამ ბრძოლას კარგ ფორმაში ხვდება.

"ვცდილობდი მერაბისთვის რეალისტური სამი რაუნდი მიმეცა, ისეთი როგორიც მას პიოტრ იანთან ელის. ისეთ მძიმე დარტყმებს ვუშვებდი, როგორის მიღებაც მოუწევს. ჩვენი ვარჯიშის მიზანი ის არის, რომ მერბი ბრძოლის დროს ყველაფრისთვის მზად იყოს. როცა ოქტაგონზე შეაბიჯებს ეს ყველაფერი მისთვის შენელებული კადრივით უნდა იყოს. ბრძოლამდე 5 კვირა რჩება და ყველაფერი კარგად მიდის." - განაცხადა ალჯოს ვარჯიშის დასრულების შემდეგ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი 12 მარტს პიოტრ იანს შეხვდება. მერაბმა ზედიზედ 8 ბრძოლის მოგება შეძლო, რის შედეგადაც UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა და მის მომავალ მეტოქესთან ერთად 2-3 ადგილს ინაწილებს. მერაბ დვალიშვილის უკანასკნელი მსხვერპლი სახელოვანი ჟოზე ალდო აღმოჩნდა, რომელიც ქართველმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

სხვა სტატიები