Belive

რუსტამ ორუჯოვმა 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

8 თვის წინ სხვა
2 წთ

31 წლის ასაკში, უძლიერესმა აზერბაიჯანელმა ძიუდოისტმა - რუსტამ ორუჯოვმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ძიუდოისტმა სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა. 

View this post on Instagram

A post shared by Rustam Orujov (@rustam_orujov)

"ეს იყო სიხარულითა და ბედნიერებით სავსე წლები, მადლობელი და ბედნიერი ვარ, რომ ძიუდო ავირჩიე. თუმცა, ყველა დიდ მოგზაურობას აქვს დასასრული და ეს დასასრული ჩემთან დღეს დადგა.

გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამდენი წლის განმავლობაში ჩემს ზრდასა და განვითარებაში წვლილი შეიტანა. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს, მწვრთნელებს, ოჯახსა და აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანს, რომლებიც წლების განმავლობაში ფსიქოლოგიურად და მენტალურად მეხმარებოდნენ, რომ ძირს არასდროს დავვარდნილიყავი და თავი არასოდეს დამეხარა.

ახლა კი დროა, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი, დიდი მოგზაურობა დაიწყოს." - რუსტამ ორუჯოვი

რუსტამ ორუჯოვი ძალიან წარმატებული აზერბაიჯანელი ძიუდოისტია, რომელიც 73 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.რუსტამს ოლიმპიადაზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე არაერთი მედალი აქვს მოპოვებული. 

მას კარიერაში სულ 10 ოქროს მედალი აქვს მოგებული, საიდანაც არცერთი არ არის ოლიმპიური ოქრო, თუმცა იგი 2016 წლის რიოს ოლიმპიადის ვიცე ჩემპიონია, სადაც ფინალში შოჰეი ონოსთან დამარცხდა. ასევე შოჰეი ონოსთან დათმო 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 1/4-ფინალი, შემდეგ კი ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა. 

 

რიოს ოლიმპიური თამაშები - 73 კგ წონითი კატეგორიის კვარცხლბეკი

რუსტამ ორუჯოვის კარიერული მიღწევები

ოლიმპიური თამაშები - ვერცხლის მედალი (2016 წლის რიოს ოლიმპიადა)

მსოფლიო ჩემპიონატი - ვერცხლის მედალი (2017, 2019 წლები)

ევროპის ჩემპიონატი - ოქროს მედალი (2016 წელი); ბრინჯაოს მედალი (2017, 2020, 2022 წლები)

მასტერსები - ოქროს მედალი (2018 წელი - გუანჯოუ); ბრინჯაოს მედალი (2015 წელი - რაბათი, 2016 წელი - გუადალახა, 2019 წელი - ცინდაო)

გრანდ სლემები - ოქროს მედალი (2013, 2015 წლები - ბაქო; 2020 წელი ბუდაპეშტი); ვერცხლის მედალი (2015 წელი - პარიზი, 2015 წელი - აბუ დაბი, 2018 წელი - დიუსელდორფი), ბრინჯაოს მედალი ( 2014, 2015, 2016, 2017, 2019 წლები - ბაქო, 2014, 2017 წლები - აბუ დაბი, 2019, 2020 წლები - დიუსელდორფი, 2021 წელი - ტაშკენტი, 2022 წელი - ბუდაპეშტი). 

 

სხვა სტატიები