Belive

"რუსეთს ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს - იგივე ხდება უკრაინაშიც" - მერაბ დვალიშვილი

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC 278-ის ივენთზე მერაბ დვალიშვილმა ლეგენდარული ჟოზე ალდო დაამარცხა. ეპოქალური გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ქართველ მებრძოლს ოქტაგონზე მოპოვებული ზედიზედ 8 გამარჯვება დაუგროვდა.

პრინციპულ მეტოქესთან გამართული ბრძოლის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მერაბ დვალიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ფაფახსა და ხაბიბ ნურმაგომედოვთან მსგავსებას ეხებოდა, რომელსაც მერაბმა შემდეგი პასუხი გასცა:

"რა თქმა უნდა, ხაბიბი ლეგენდაა, მაგრამ მას არ ვგავარ. ის განსხვავებულია და ვერ მივბაძავ. ჩვენ კავკასიელები ვართ - კულტურა დაახლოებით მსგავსი გვაქვს, ერთადერთი რაც განსხვავებულია ეს რელიგიაა. თუმცა, ის რუსეთის სახელით გამოდის. 2008 წელს რუსეთმა საქართველოს ცენტრალური ნაწილი (სამაჩაბლო) მიითვისა. მანამდე, როდესაც მე დავიბადე დასავლეთ მხარე (აფხაზეთი). რუსეთს ჩემი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული და ახლა იგივეს უკრაინაში აკეთებს. ვიმედოვნებ, ეს ომი მალე დასრულდება, რადგან იქ ყოველდღე ხალხი იღუპება. შემზარავია იმის განცდა, რომ არაფრის გაკეთება შეგიძლია".

ასევე წაიკითხეთ დავით კეზერაშვილის განცხადება Rustavi2-ზე

სხვა სტატიები