Belive

რუმინეთი - საქართველო: შეხვედრის მთავარი არბიტრის ვინაობა ცნობილია

2 წლის წინ სხვა
2 წთ
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გასამართი ამხანაგური შეხვედრის მსაჯთა ბრიგადა ცნობილია. "ჯვაროსნების" ამხანაგურ დაპირისპირებას რუმინეთთან ბერძენი არბიტრებისგან შემდგარი ჯგუფი უხელმძღვანელებს. მატჩის მთავარი არბიტრი ტასოს ​სიდიროპულოსი იქნება, რომელსაც როგორც ქართულ, ისე რუმინულ ფეხბურთთან შეხება აქამდეც ჰქონია. სიდრიოპულოსისა და საქართველოს გზები 10 წლის წინ, 2011 წლის 27 მარტს, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაიკვეთა, სადაც იმ დროისთვის კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილი გუნდი ბელარუსთან სტუმრად - 0:1 დამარცხდა. იმ შეხვედრაში ქართველებმა - 3, მეტოქემ კი 2 ყვითელი ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან სიდრიუპულოსმა ცოტნე მონიავა, დაჩი ცნობილაძე და გურამ სამუშია გააფრთხილა. მაშინ, თამაშში 41-ე წუთზე, ნიკა ტარკაშვილის ნაცვლად ბუდუ ზივზივაძე შემოვიდა, რომელიც ამჟამად რუმინეთში იმყოფება და ეროვნულ გუნდთან ერთად მოახლოებული შეხვედრისთვის ემზადება. 41 წლის რეფერის, რომელსაც კარიერის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის 20 შეხვედრაზე უმუშავია (აქედან 2 ახალდდასრულებული სეზონის ჯგუფურ ეტაპზე: "ატალანტა" - "მიდტიულანდი", "რეიმსი" - "კრასნოდარი"), მათ შორის ისეთი კლუბების მატჩებზე, როგორიც "ბარსელონა", "მანჩ ესტერ სიტი", "ბაიერნი", "პსჟ". "არსენალი", "ჩელსი", "იუვენტუსი", "ლესტერი" და სხვებია, ევროპის ლიგის 2013 წლის გათამაშებაში რუმინული "პანდურის" "ფიორენტინასთან" (1:2) წაგებულ შეხვედრაზეც უმუშავია. იგი ასევე ხსეხნებული ახალგაზრდულ ტურნირზე რუმინეთის 17-წლამდე ნაკრებისა და რუსი თანატოლების მატს ხელმძღვანელობდა, რომელშიც რუსებმა - 1:0 იმარჯვეს. ახლახანს დასრულებულ საკლუბო სეზონში, სიდრიუპულოსმა ყველა ტურნირზე 27 შეხვედრაზე იმუშავა, რომელშიც ჯამ ში 135 ყვითელი და 9 წითელი ბარათი გამოიყენა და 8 პენალტი დანიშნა. ხსენებყლი 27 შეხვედრიდან 23-ში სიდრიუპულოსმა სულ მცირე 3 ყვითელი ბარათი გამოიყენა. სიდიროპულოსს 2 ივნიის გასამართ შეხვედრაში, პირველი ასისტენტი - პოლიხრონის კოსტარასი და მეორე ასისტენტი - ლაზაროს დიმიტრიადისი დაეხმარებიან. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრები გუნდების დაპირისპირება 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტის ილიე ოანას სტადიონზე დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები