"როცა სხვები ლაპარაკობენ მე ვვარჯიშობ" - ჩარლზ ოლივეირა
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
რამდენიმე დღის წინ, ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. "მატადორმა" ასეთი სათაური შეარჩია: "ჩარლზ, ბალიშის წამოღება არ დაგავიწყდეს."
Don’t forget to bring the pillow, @CharlesDoBronxs pic.twitter.com/GmwVvrmM1d
— Ilia Topuria (@Topuriailia) June 14, 2025
აღნიშნულის შესახებ ჩარლზ ოლივეირას ჰკითხეს. ბრაზილიელმა თქვა, რომ თოფურია ასეთი სიტყვებით მასზე გავლენას ვერ მოახდენს.
ბევრი სიგიჟე ხდება. თუ ის ფიქრობს, რომ ასეთი ლაპარაკით ჩემს თავში შემოაღწევს, ძალიან ცდება. ამის შესახებ ჩემს გარშემო მყოფ ბიჭებს, რომ მოახსენოთ უბრალოდ გაიცინებენ. ასეთი რაღაცები ჩემთვის ძალიან უმნიშვნელოა. როცა სხვები ლაპარაკობენ, მე ვვარჯიშობ. ამ ყველაფერს საკუთარი თავი მივუძღვენი. კარგად მიცნობთ და იცით, რომ ისეთი ბიჭი არ ვარ, რომელსაც ბევრი ლაპარაკი სჭირდება. - განაცხადა ჩარლზ ოლივეირამ
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას მომავალი ბრძოლა ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ ელის. 29 ივნისს ჩანიშნული ჩხუბი მსუბუქი წონის ქამრისთვის იქნება.