Belive

"როცა მერაბს შევხვდები, მას დავანოკაუტებ" - შონ ო'მალი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ჰენრი სეხუდოს დამარცხების შემდეგ, ყველა იმაზე საუბრობდა, რომ დვალიშვილს საჩემპიონო ბრძოლა უნდა მიეღო. ამის შესახებ დანა უაითმაც ისაუბრა და დაადასტურა, რომ ქართველი ტიტულისთვის აუცილებლად იბრძოლებს.

სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი ჯერჯერობით დაკავებულია. UFC 299-ზე შონ ო'მალის ქამრის დაცვა მარლონ ვერას წინააღმდეგ მოუწევს. გამარჯვების შემთხვევაში კი, ქართველ "მანქანას" შეხვდება. საინტერესოა, რომ თავად "შუგას" ილია თოფურიასთან დაპირისპირება უფრო სურს. მაგრამ, ო'მალიმ ბოლო განცხადებაში თქვა, რომ მისი შემდეგი მოწინააღმდეგე მერაბი იქნება.

თავდაპირველად ილიასთან ბრძოლა მსურდა. ეს დაპირისპირება ჩემში დიდ ინტერესს იწვევდა და მეგონა ეს დაპირისპირება გულშემატკივარსაც აინტერესებდა. თუმცა, შემდეგი მერაბი იქნება. გეუბნებით, რომ მერაბს დავანოკაუტებ. ალჯოზეც ამბობდნენ, რომ ვერ გავთიშავდი მაგრამ, ეს შევძელი. მას დალაგებული სტილი არ აქვს. მე ძალიან ზუსტი და სწრაფი ვარ. მერაბის ცხვირს გავასწორებ.
რაც შეეხება ილიას ბრძოლას. იქნებ ერთ დღეს ესეც მოხდეს. მე უბრალოდ მუშაობას გავაგრძელებ და დიდ ბრძოლებზეც აუცილებლად ვიჩხუბებ. - განაცხადა შონ ო'მალიმ

სხვა სტატიები