Belive

"რომანი ძალიან კარგი და ძლიერი მებრძოლია" - ნასურდინ იმავოვი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

4 თებერვალს UFC-ში წლის პირველ ქართულ ბრძოლას ვიხილავთ. რომან დოლიძე ნასურდინ იმავოვს დაუპირისპირდება და კარიერაში მე-13 გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. აღსანიშნავია, რომ დოლიძის ოპონენტი საშუალო წონის Top 15-ის წევრია.

მოახლოვებულ ბრძოლასთან დაკავშირებით რომანის მეტოქემ მედიასთან ისაუბრა.

2023 ჩემთვის საკმაოდ რთული წელი გამოდგა, თუმცა, დიდი გამოცდილება მივიღე და მინდა ბრძოლის დღეს ყველას ვაჩვენო თუ რამდენად განვვითარდი. UFC-მ და ცხოვრებამ გასაბრწყინებლად მეორე შანსი მომცა. მინდა ეს შანსი გამოვიყენო და 4 თებერვალს გავიბრწყინო. რომანი ძალიან კარგი მებრძოლია. ვიცი, რომ საკმაოდ ძლიერია, რადგან ის ქვემძიმე წონაში ასპარეზობდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მის წინააღმდეგ ვიბრძოლებ.

რეიტინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როცა Top 10-ში ან Top 5-ში მოხვდები, შესაძლოა, ქამარზე ნებისმიერ დროს იჩხუბო. UFC-ის ჩემპიონობა ჩემი მთავარი მიზანია. - განაცხადა ნასურდინ იმავოვმა

ფრანგი ოქტაგონზე არც ისე წარმატებული სერიით ბრუნდება. კრის კერტისთან გამართული ბოლო ჩხუბი შედეგის გარეშე გამოცხადდა, რადგან მებრძოლები ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ. მანამდე სტირკლენდთან გამართული 5-რაუნდიან შეხვედრაში აშკარად დაიჩაგრა.

რომან დოლიძე ბოლოს რვაკუთხედში 19 მარტს გამოჩნდა და მარვინ ვეტორის წინააღმდეგ დამარცხდა. ქართველს UFC-ში 8 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 6 გამარჯვება მოიპოვა.

სხვა სტატიები