რომან დოლიძის შემდეგი მეტოქე მიშელ პერეირა იქნება
რამდენიმე დღის წინ, რომან დოლიძის მეტოქე, ენტონი ერნანდესი ქართველთან ბრძოლას ჩაეხსნა. ერნანდესმა ამის მიზეზად ტრავმა დაასახელა. რომანის ბრძოლა UFC 302-ისთვის იყო ჩანიშნული, ცოტა ხნის წინ დოლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მალე ბრძოლის შესახებ სიახლეებს გაგვაცნობდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ქართველ მებრძოლს მეტოქე უკვე გამოუძებნეს, ახლა კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოლიძე მიშელ პერეირას წინააღმდეგ იბრძოლებს.
ღონისძიება 9 ივნისს, UFCLouisville-ზე შედგება. დოლიძემ ბოლო დაპირისპირება ნასურდინ იმავოვის წინააღმდეგ გამართა, სადაც დამარცხდა. ეს ქართველისთვის UFC-ში მესამე მარცხი იყო.
რომან დოლიძე საშუალო წონის რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს. პერეირამ ბოლოს ძალიან სანახაობრივი ბრძოლა ჩაატარა, რისთვისაც ორგანიზაციამ ბონუსის სახით 50 000 დოლარი გადასცდა. პერეირას უკანსანელი 4 ბრძოლიდან ოქტაგონზე 65 წამზე მეტი არ გაუტარებია და ოთხივეში შეძლო გამარჯვების მოპოვება.