Belive

რომან დოლიძის მომავალი მეტოქე კევინ ჰოლანდი იქნება

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე, ორგანიზაციაში მე-11 შეხვედრას ჩაატარებს და მისი მეტოქე ამერიკელი კევინ ჰოლანდი იქნება. დაპირისპირება UFC 307-ზე, 5 ოქტომბერს, სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართება.

თავდაპირველად ჰოლანდის მეტოქე კრის კერტისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამერიკელმა მებრძოლმა ფეხის ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა ტურნირიდან მოხსნილიყო. 36 წლის დოლიძე ბოლოს ოქტაგონში 2024 წლის ივნისში, UFC 303-ზე შევიდა და ენტონი სმიტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მას MMA-ში 13 მოგება და 3 წაგება აქვს.

ჰოლანდი, რომელიც 31 წლისაა, ბოლოს 2024 წლის ივნისში UFC 302-ზე გამოვიდა, მან პირველივე რაუნდში დაამარცხა მიხალ ოლექსიჩუკი. ამერიკელს კაირიერაში 26 მოგება და 11 მარცხი აქვს.

სხვა სტატიები